1.პროექტის სახელი: - “ საექსკურსიო ბიურო“
2.პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: - “საექსკურსიო ბიურო“ იმუშავებს მთელი სკოლის მასშტაბით , I - XII კლასების მოსწავლეთათვის ,ასაკის შესაბამისი ექსკურსიების დაგეგმვა - განხორციელებისათვის .
3.პროექტის სრული აღწერა: - “სასკოლო “ საექსკურსიო ბიუროში “ გაერთიანებული იქნება ერთი კლასი (IX) ,რომელიც იმუშავებს პროექტის ხელმძღვანელთან ერთად .
მათ მუდმივად ექნებათ საქმიანი ურთიერთობა კლასის დამრიგებლებთან და საგნის მასწავლებლებთან . პროექტის ძირითადი მიზანია მოსწავლე პირველი კლასიდან ეტაპობრივად , გეგმიურად აწყობდეს ექსკურსიებს ჩვენი ბიუროს დახმარებით საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში . ბიურო უზრუნველყოფს თითოეული კლასისათვის სრულყოფილი საექსკურსიო მარშუტის შედგენას კლასის დამრიგებელთან , ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან და გეოგრაფიის მასწავლებელთან კონსულტაციების საფუძველზე .
4.მონაწილეთა ასაკი: - 14 15 წელი .
5.ვადები/ხანგრძლივობა: - 1 წელი .
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: - კლასში ხუთკაციან ჯგუფებში გადანაწილდება შემდეგი სამუშაო აქტივობები :თანამშრომლობა მასწავლებლებთან ,სასურველი მარშუტის შესახებ ინფორმაციის მოპოვება ინტერნეტის საშუალებით ,სხვადასხვა ტექნიკური საკითხების მოგვარება (დღის დაგეგმვა ,ინტერნეტში ამინდის ხანგრძლივი პროგნოზის მოძიება ,თანხის მოგროვება , ტრანსპორტის უზრუნველყოფა)
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება,შეიქმნას:- შეიქმნება საინტერესო ვიდეო და ფოტო მასალა .
8.სარგებელი სხვებისათვის: - მოსწავლეები გაეცნობიან მშობლიური ქვეყნის კუთხეებს.
9.სამუშაო ენა: - ქართული .
10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
11.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულსასწავლო
გეგმასთან კავშირი: - საზოგადოებრივი მეცნიერებები , ქართული ენა და ლიტერატურა .
12.პროექტის ფასილიტატორი: - ინგა მაჭავარიანი
13.ფასილიტატორის ელ. ფოსტა: inmachavariani@gmail.com
14.პროექტის ფორუმი:
15.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:inmachavariani.blogspot.com
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий